ЗСУ: ბოლო დღეებში ბახმუტის ირგვლივ 20 კვადრატული კილომეტრი დავიბრუნეთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, გასულ დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის ირგვლივ 20 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. 

"მიუხედავად ამისა, მტერს აქვს გარკვეული წინსვლა უშუალოდ ქალაქ ბახმუტში. რუსულმა არტილერიამ ქალაქი მთლიანად გაანადგურა",- წერს უკრაინელი ჩინოვნიკი. 

ამასთანავე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთს დასუსტებულ პოზიციებზე საჰაერო-სადესანტო (ВДВ) დანაყოფები გადაჰყავს. 

კონტექსტი 

გასულ კვირას ცნობილი გახდა ბახმუტის შემოგარენში 2 რუსი პოლკოვნიკის ლიკვიდაციის შესახებ. 

ბახმუტში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ დინამიკაზე, ვრცელ პოსტს აქვეყნებს ტვიტერ ანალიტიკოსი ტატარიგამი, რომელიც უკრაინის არმიის რეზერვის ოფიცერია. 

ანალიტიკოსის თქმით, ბოლო დღეებში უკრაინის წინსვლისა და პრიგოჟინის განცხადებების ფონზე რუსეთის განშტაბმა ბახმუტის მიმართულებით რეზერვების გადასროლა დაიწყო. აღნიშნული დანაყოფები სწრაფად გადაისროლეს ბახმუტის ფრონტის ფლანგებზე, სადაც რუსებს ყველაზე მეტად უჭირდათ. სხვადასხვა მონაცემებით ფლანგებზე გამაგრებული რუსულ დანაყოფებში დანაკარგების მაჩვენებელი ცოცხალი ძალის 40-ს უტოლდება. დანაკარგების უდიდესი წილი მოკლულებზე მოდიოდა. 

დატყვევებული რუსი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან მეთაურობის ტოტალურ გაუჩინარებასა და კავშირგაბმბულობის მწავავე პრობლემებზე საუბრობენ. არის ცნობები რეგულარული არმიის დანაყოფებს და ვაგნერის შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღრმავებაზე - რეგულარული არმიის ჯარისკაცები მიუთითებენ, რომ ვაგნერელები მათ ცუდად ეპყრობიან და ძირითადად ყველაზე სახიფათო პოზიციებზე გზავნიან. 

გარდა ამისა, დატყვევებული რუსები საუბრობენ, რომ პრიგოჟინის განცხადებები საარტილერიო ჭურვების დეფიციტზე სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, რეგულარულ დანაყოფებს ვაგნერზე გაცილებით მცირე რესურსები აქვთ. 

მიუხედავად ყველაფრის უკრაინელი ოფიცერი აღნიშნავს, რომ ოკუპანტების დიდი ნაწილი ტყვედ ჩაბარებას წინააღმდეგობას არჩევს და უშუალოდ ქალაქის ფარგლებში კვლავ უსასტიკესი ბრძოლები გრძელდება. 

მსგავსი სიახლეები