ЗСУ: გავანადგურეთ შენობა სადაც 500 ოკუპანტი იყო, გვამები 2 სატვრითოთი გაიტანეს

უკრაინის გენშტაბი ხერსონის რაიონში მდებარე ერთ-ერთი შენობის განადგურების შესახებ იტყობინება, რომელშიც 500 ოკუპანტი იმყოფებოდა. 

ЗСУ-ს გენშტაბის ცნობით, შენობა ხერსონის რაიონში, კერძოდ დნეპრიანში მდებარეობდა. ზუსტი დარტყმის შედეგად შენობაში მყოფი 500 ოკუპანტიდან მხოლოდ 56 ოკუპანტი გადარჩა, ხოლო გვამები 2 სატვირთო ავტომობილით გაიტანეს. 

ЗСУ-ს ცნობით, კიდევ 1 ოკუპანტი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. 

მაღალი ალბათობით ეს უკრაინული არმიის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დარტყმაა. ამ მასშტაბების დანაკარგები ჰქონდა რუსულ არმიას ომის პირველ ფაზაში, როდესაც დონბასში მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირებას ცდილობდნენ. 

მაშინ New York Times წერდა, რომ მდინარესთან რუსეთის მთლიანი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განადგურდა. 

მსგავსი მასშტაბის დანაკარგების შესახებ გავრცელდა ცნობები გასულ კვირას - რუსი სამხედრო პროპაგანდისტები წერენ, რომ უგლედარის მიმართულებით მოუმზადებელი შეტევის შედეგად მოკლულია 300-მდე საზღვაო ქვეითი. 

მსგავსი სიახლეები