ЗСУ: ლუჰანსკში ჩვკ ვაგნერის და რუსეთის არმიის ჯასისკაცებს შორის სროლა ატყდა

ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქის ტერიტორიაზე  ჩვკ ვაგნერისა და რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფებს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება სროლით გაგრძელდა, არიან დაღუპულები ორივე მხარეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

"ბრძოლის ველზე ხელმოცარულობის გამო რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები და ჩვკ ვაგნერის მებრძოლები სულ უფრო ხშირად ცდილობენ იპოვონ დამნაშავე. ტაქტიკური წარუმატებლობის ფონზე, ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობა ერთამენთს გადააბრალონ. 

შედაგად, ცოტა ხნის წინ ლუჰანსკის ოლქის, სტანიცა ლუჰანსკაიაში, რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებსა და ჩვკ ვაგნერის დაქირავებულ ბოევიკებს შორის დაიწყო ჩხუბი, რომელიც მალევე გადაიზარდა სროლაში. მოკლულები არიან ორივე მხარეს",- ნათქვამია განცხადებაში. 

კონტექსტი 

ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა, მათ შორის გასული წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ხერსონის ოკუპაციისას, ერთ-ერთ კაფეში რუს ჯარისკაცებსა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ-ს] თანამშრომლებს შორის შელაპარაკებას შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა, რომლის შედეგადაც 3 ოკუპანტი დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები