ЗСУ-მ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე სავარაუდოდ მეორე პლაცდარმი დაიკავა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე სავარაუდოდ მეორე პლაცდარმის დაკავება შეძლეს. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერიფიცირებული ვიდეოებითა და რუსი Z-ბლოგერების შეტყობინებებიდან ხდება ცნობილი. 

პირველი პლაცდარმი მოპირდაპირე ნაპირზე ЗCУ-მ ივნისში, ანტონოვის ხიდის მიდამოებში დაიკავა. რუსეთის არმია რამდენჯერმე შეეცადა უკრაინელი მებრძოლების განდევნას, მათ შორის საავიაციო ბომბების გამოყენებითაც. მრავალი მცდელობის მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დრომდე ინარჩუნებენ მცირე პლაცდარმს ხიდის და მიმდებარე დასახლება, დაჩის მიდამოებში. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე პლაცდარმის დაკავების შესახებ პირველი ცნობები მიმდინარე კვირაში გავრცელდა. საუბარია სოფელ კაზაჩიე ლაგერზე, რომელიც ხერსონსა და ნოვა კახოვკას შორის მდებარეობს. 

უკრაინელთა ყოფნას ამ რაიონში ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხი Рыбарь - "ბოლო დღეებში ЗСУ-მ რამდენჯერმე გადმოსხა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი დნეპრის მარცხენა ნაპირზე. მოწინააღმდეგე ცდილობს პლაცდარმის გაფართოებას და კაზაჩიე ლაგერისკენ სვლის გაგრძელებას. სოფლის დასავლელით ЗСУ-ს ყოფნა ფაქტია."

პირველი შეტყობინებები კაზაჩიე ლაგერთან უკრაინელი მებრძოლების გამოჩენის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა - მაშინ საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდო აცხადებდა, რომ რუსეთის არმია შეტევა მოიგერია. 

დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღდული ოპერაციის შესახებ იუწყებოდა ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც. 

"ЗСУ-ს სარდლობა მიიჩნევს, რომ ხერსონის ოლქში მათი რეიდები დააფიქრებს რუსებს ხომ არ გეგმავს უკრაინა ამ რაიონში უფრო მასშტაბურ ოპერაციას",- ამბობს Financial Times-თან საუბარში ავსტრალიელი გენერალი, მიკ რაიანი. 

 

მსგავსი სიახლეები