ЗСУ: ოკუპანტებს ბახმუტში ВДВ-ს ნაწილები შეჰყავთ, რადგანაც ვაგნერელები ეწურებათ

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ცნობით, რუსეთი იძულებულია ბახმუტში საჰაერო სადესანტო ძალებს დაეყრდნოს, რადგანაც ჩვკ ვაგნერის ბოევიკების რაოდენობა იწურება. 

ამის შესახებ ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. 

ჩერევატის თქმით, მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა რუსეთის კოლონიებში პატიმრების რეკრუტირებაზე მონოპოლია დაკარგა, ჩვკ ვაგნერი ცოცხალი ძალის უკმარისობას განიცდის. 

ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერის თქმით, ვითარება ოკუპანტებისთვის მასშტაბურმა დანაკარგებმა გაართულა, რომელიც ბახმუტისთვის მიმდინარე უსასტიკესი ბრძოლების ფარგლებში განიცადეს. 

პრობლემის აღმოსაფხვრელად რუსეთი იძულებულები არიან ბახმუტში ტემპის შესანარჩუნებლად რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფებს დაეყრდნონ. 

კონტექსტი 

კონტექსტი 

ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლაა, რომელიც უკვე თითქმის 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიისთვის ვითარება სტრატეგიულად იანვრის დასაწყისში დასახლება სოლიდარის დაკარგვის შემდეგ გაუარესდა. 

სოლედარის დაკავებით, რუსებმა ბახმუტზე შეტევების არეა გაზარდეს. უკვე მრავალი თვეა რუსი პროპაგანდისტები და Z-ბლოგერები ბახმუტის 
"სწრაფ და გარდაუვალ" დაცემაზე საუბრობენ, თუმცა უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე აგრძელებენ აქტიურ წინააღმდეგობას, როგორც გარეუბნებში, ასევე უშუალოდ ქალაქის ფარგლებში. 

ბოლო ცნობებით ოკუპანტები ბახმუტის დაახლოებით 2/3-ს აკონტროლებენ - უმძიმესი ბრძოლები გრძელდება რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე და დასავლეთ ნაწილში. 

დამოუკიდებელი წყაროების შეფასებით, ბახმუტში ორივე მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, მაგრამ ყველა წყაროს ცნობით, დანაკარგების თანაფარდობა უკრაინელების სასარგებლოდ მეტყველებდა. 

გასულ თვეში ნატოს წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებები იტყობინებოდნენ, რომ ბახმუტში დანაკარგების თანაფარდობა 5:1-ზეა უკრაინის სასარგებლოდა. 

მსგავსი სიახლეები