ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობა: ბახმუტის ფრონტზე მტერი სისხლისგან იცლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინული დანაყოფები წარმატებით იცავენ თავს, ხოლო ოკუპანტები სისხლისგან იცლება. 

ამის შესახებ ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. 

"მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ადგილი ჰქონდა 40-ზე მეტ პირდაპირ შეტაკებას, მოკლულია 190 ოკუპანტი, დაიჭრა 244, ტყვედ ავიყვანეთ 15",- ამბობს ჩერევატი. 

მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს 3 ტანკი, ქვეითების საბრძოლო მანქანა, Msta-ს ტიპის ჰაუბიცა და 5 ტყვიაწამლის საწყობი. 

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წარმატებით ვიცავთ თავს, მტერი იფიტება და სისხლისგან იცლება",- ამბობს ჩერევატი. 

კონტექსტი 

ბოლო დღეების განმავლობაში პირველად დიდი ხნის განმავლობაში ბახმუტთან ადგილი ჰქონდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოკალურ კონტრშეტევებს და როგორც ჩანს ეს შეტევები წარმატებული იყო. 

უფრო მეტი ბახმუტის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ წაიკითხეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები