NBC News: აშშ-ს დაზვერვა უკრაინას რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაში დაეხმარა

ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, აშშ-მ უკრაინას რუსული სამხედრო პოზიციების შესახებ ინფორმაციას „თითქმის მყისიერად“ აწვდიდა

კულება: არმია თვისობრივად ახალ ფაზაშია და ნატოს შეიარაღებაზე გადადის

უკრაინის მძიმე შეიარაღებას აწვდიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათ შორის სულ ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება გერმანიამაც მიიღო

სიმონიანი: საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა

რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამის საკუთარ არხზე ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს ბუჩას სასაკლაო უკრანელი ხალხის გენოციდად.

გაერო: უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა 2665-ს გადააჭარბა

გაეროს განცხადებით, დაღუპულების რეალური მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, თუმცა ომის პირობებში მონაცემების დაზუსტება შეფერხებულია.

Der Spiegel: ზეგ გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გამოაცხადებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ მოწადინებულია, გერმანიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაზარდოს.

დნესტრისპირეთში სეპარატისტებმა ტერორისტული საფრთხის ‘წითელი დონე’ გამოაცხადეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია