ომის შემდეგ ბაიდენი 2 სახელმწიფოს გადაწყვეტაზე პროცესის განახლებას გეგმავს

"მიმდინარე კრიზისის დასრულების შემდეგ, უნდა არსებობდეს მომავლის გრძელვადიანი ხედვა, ჩვენი აზრით ეს უნდა იყოს 2 სახელმწიფოს გადაწყვეტა",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ერდოღანმა გააუქმა ვიზიტი ისრაელში და ჰამასს გამათავისუფლებელი მოძრაობა უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა "არაადამიანური" უწოდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში - მისი თქმით, სწორედ ამის გამო გააუქმა ისრაელში დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტი.

NYT: თეთრი სახლი ისრაელს ურჩევს გადადოს სახმელეთო ოპერაცია ღაზაში

ამერიკელებს სურთ მოემზადონ შესაძლო ესკალაციისთვის ირანული პროქსი ძალების მხრიდან რეგიონში, რაც მაღალი ალბათობით ღაზაში ოპერაციის დაწყების შემთხვევაში გარდაუვალია.

ნეთანიაჰუ: ისრაელთან ომში ჩართვა ჰეზბოლასთვის საბედისწერო შეცდომა იქნება

ისრაელის პრემიერ მინისტრის თქმით, ჰეზბოლას გააქტიურება ისრაელის უპრეცედენტო საპასუხო დარტყმებს გამოიწვევს, რაც ლიბანს მასშტაბური ნგრევით ემუქრება.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა ჰუმანიტარული ტვირთი

რამდენიმე საათით გახსნილი რაფას სასაზღვრო პუნქტი მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთულმა ოცმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა.

ისრაელი: ეგვიპტიდან ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ტვირთს აღარ დაბლოკავთ

გარდა ამისა ისრაელი ამ დრომდე ბლოკავდა ჰუმანიტარული ტვირთების გატარებას ეგვიპტის საზღვრიდან - ისრაელის ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა რაფას გამშვები პუნქტი.

ისრაეულური მედია: მთავრობამ ზელენსკის ვიზიტზე უარი უთხრა

წყაროების ცნობით, ისრაელის მთავრობამ უკრაინულ მხარეს განუცხადა, რომ "ახლა მსგავსი ვიზიტისთვის შესაბამისი დრო არ არის."

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღადგინა

ამგვარად, ისრაელმა პირველად შეამსუბუქა ღაზის სექტორისთვის დაწესებული ბლოკადა, რომელიც ჰამასის თავდასხმის შემდეგ ამოქმედდა.

ჰამასი: ვაფასებთ პუტინის პოზიციას, რომელმაც შუამავლობის სურვილი გამოთქვა

13 ოქტომბრის განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა პალესტინისა და ისრაელის პრობლემის გადასაწყვეტად "კონსტრუქციულად განწყობილ პარტნიორებთან კოორდინაციის მზაობა გამოთქვა."