100 წლის ჰენრი კისინჯერი პეკინში სი ძინფინგს შეხვდა
ვეტერანი ამერიკელი დიპლომატი, რომელიც მოულოდნელი ვიზიტით პეკინში იმყოფება, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინფინგს შეხვდა.
სი-ს განცხადებით, ჰენრი კისინჯერი მისი "ძველი მეგობარია," რომელმაც ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობის გაუმჯობესებაში ისტორიული როლი შეასრულა.
"ჩინეთი და მერიკა კვლავ გზაგასაყარზე არიან და უნდა აირჩიონ, სადაც ორივე მხარემ უნდა აირჩიოს, თუ რომელ გზაზე წავიდნენ."- აღნიშნა ძინგიფნმა, რომელმაც კისინჯერსა და მის თანამოაზრეებს ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობების სწორ გზაზე დაყენებაში "კონსტრუქციული როლის გაგრძელებისკენ" მოუწოდა.
ჩინური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა სი ძინფინგს შეხვედრისთვის, თანაც ზუსტად იმ შენობაში, სადაც გასულ საუკუნეში, ჩინელ ლიდერებს პირველად შეხვდა.
"აშშ-ჩინეთის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია ამ ორი ქვეყნისა და მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობისთვის,"- განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.
ამ შეხვედრამდე, ჰენრი კისინჯერი ჩინეთის წამყვან დიპლომატს - ვანგ ი-ს და თავდაცვის მინისტრს, ლი შანგფუს შეხვდა, რომელიც ამერიკელების მიერ სანქცირებულთა სიაშია მოხვედრილი, რადგანაც 2018 წელს რუსული იარაღი შეიძინა.
მიმოხილველების მოსაზრებით, კისინჯერის შეხვედრა სი ძინფინგთან დასტურია მოსაზრების, რომ ჩინელ ლიდერებს მის მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ.
ჰენრი კისინჯერის ვიზიტის პარალელურად, ბოლო კვირებში, ჩინეთის დედაქალაქში, ამერიკის მოქმედი მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის სახელმწიფო მდივანი - ენტონი ბლინკენი, რომელიც სი ძინფინგსაც შეხვდა და ჯანეტ იელენი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი.
მათ გარდა, რამდენიმე დღის წინ პეკინში იმყოფებოდა კიდევ ერთი ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.
ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობების მკვლევარისა და დენვერის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, სუიშენ ჟაოს თქმით, კისინჯერის ვიზიტი დასტურია იმ მოსაზრების, რომ ჩინეთისთვის უფრო მეტად პრიორიტეტულია არაოფიციალური შეხვედრები, რაც ძალიან გავს, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობამდე არსებულ პერიოდის ურთიერთობებს.
აშშ-ჩინეთს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა სწორად რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რაშიც ძალიან დიდი იყო ჰენრი კისინჯერის როლი.