14 იანვარს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს 28 მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა
14 იანვარს რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იზრდება. მათ შორის 23-მდე გაიზარდა ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი სახლის დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში მოკლულია 23 და დაშავებულია 80-მდე მოქალაქე, დონეცკის ოლქში მოკლულია 5 და დაშავებულია 4, ხოლო სუმისა და ხერსონის ოლქში ჯამურად 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
კონტექსტი
14 იანვარს უკრიანაზე მასირებული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ყველაზე მაღალი მსხვერპლი ქალაქ დნიპროშია, სადაც მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსის საზღვაო ბაზირების X22-ის ტიპის რაკეტა მოხვდა. ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.