ჰუმანიტარული მუშაკების მკვლელობაზე პასუხად IDF-მ სამსახურიდან 2 ოფიცერი დაითხოვა

ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომლის დაღუპვაზე საპახუდო ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამსახურიდან 2 ოფიცერი გაათავისუფლეს. 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ მოკვლევის შედეგად გადაწყვეტილების მიღების პროცესში სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. 

დოკუმენტის მიხედვით, ისრაელის არმიაში ჰუმანიტარული კოლონა ჰამასის ბოევიკების ავტომობილებად მიიჩნიეს, რასაც ასევე სტანდარტული პროცედურების დარღვევა მოჰყვა. 

კონტექსტი 

შემთხვევა პირველ აპრილს, ღაზის სექტორში დემილიტარიზებულ ზონაში მოხდა. საუბარია ჰუმანიტარულია ორგანიზაცია World Central kitchen-ის 7 თანამშრომელზე. 

დაღუპულებს შორის არიან, კანადის, პოლონეთის, აშშ-ს და ავსტრალიის მოქალაქეები. ჰუმანიტარულ კოლონაზე ისრაელის ავიაციამ დარტყმა იმ დროს მიიტანეს, როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლები ბრენდირებული და დაჯავშნული 2 ავტომობოლით ისრაელთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით მოძრაობდნენ. 

მსგავსი სიახლეები