7 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-მა ისრაელს 17.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა

შეერთებულმა შტატებმა ბოლო 1 წელიადში, ისრაელის დახმარებაზე რეკორდული 17.9 მილიარდი დოლარი დახარჯა ისრაელისთვის სამხედრო დახმარებაზე. ამის შესახებ Brown University-ს პროექტის Costs of War-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ჰამასის ტერორისტული თავდასხმის წლისთავზე გამოქვეყნდა.

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, 4.86 ​​მილიარდი დოლარი დაიხარჯა რეგიონში აშშ-ის გაძლიერებულ სამხედრო ოპერაციებში.

ეს მოიცავს საზღვაო ძალების კამპანიის ხარჯებს იემენელი ჰუსიტების კომერციულ გემებზე თავდასხმების შესაჩერებლად, რომლებმაც ომი პალესტინელი ტერორისტების სოლიდარობის ნიშნად დაიწყეს.

ფინანსური ხარჯები ჰარვარდის ჯონ კენედის სახელობის სკოლის პროფესორმა ლინდა ბილმსმა გამოითვალა, რომელმაც შეაფასა აშშ-ის ომების სრული ხარჯები 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ, უილიამ ჰარტუნგთან და სტივენ სემლერთან ერთად.

ისრაელისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღის დიდი ნაწილი იყო საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები, 900 კგ-იანი საავიაციო ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები და ზუსტი მართვადი ბომბები.

კვლევაში ნათქვამია, რომ ხარჯები მოიცავს 4 მილიარდ დოლარს ისრაელის რკინის გუმბათისთვის, სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მარაგებისა და საავიაციო საწვავისთვის.

შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის საჯაროდ დოკუმენტირებული სამხედრო დახმარებისგან განსხვავებით, ისრაელისთვის გადაცემული დახმარების სრული დეტალების გაგება შეუძლებელია. ამიტომ მკვლევარები აცხადებენ, რომ 17.9 მილიარდი ნაწილობრივი მონაცემია და დახმარების მაჩვენებელი მეტია.

მათი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს "დაემალოს დახმარების სრული რაოდენობა ბიუროკრატიული მანევრირების გზით."

მსგავსი სიახლეები