ალ-კაიდას ლიდერი მოკლულია, აშშ-მ ოპერაცია დრონით ჩაატარა

ამერიკიელების მიერ  ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციას, 71 წლის აიმან ალ-ზავაჰირი, ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-კაიდას" ლიდერი ემსხვერპლა. 

ინფრომაციას რამდენიმე წყარო იტყობინება. 

ოპერაცია დრონის გამოყენებით, ავღანეთის დედაქალაქში განხორციელდა. 

აიმან ალ-ზავაჰირი "ალ-კაიდას"ერთ-ერთი ყველაზე გავლენიენი წევრი იყო. მის ადგილისამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ, აშშ-ს $25 მილიონი ჰქონდა დაწესებული.

არსებული მონაცემებით, ანტი-ტერორისტულ ოპერაცია გეგმის მიხედვით ჩატარდა და სამოქალაქო პირებში მსხვერპლი არ ყოფილა. 

ქაბულში დრონით განხორციელებული ოპერაცია თალიბანმაც დაადასტურა და მომხდარი საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეაფასა. 

ამერიკულ მხარეს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა სავარაუდოა, რომ განცხადებას ჯო ბაიდენი უახლოეს პერიოდში გააკეთებს. 

----------------------

აიმან ალ-ზავაჰირი წარჩინეული ეგვიპტური ოჯახის შვილი იყო. მისი დიდი ბაბუა კაიროს უნივერსიტეტის იმამი იყო, ხოლო ბიძა არაბული ლიგის პირველი მდივანი.

იგი ციხეში 1981 წელს მოხვდა, ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ სადათის მკვლელობაში მონაწილეობისთვის. 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ, აქტიურად ჩაერთო ტერორისტულ საქმიანობაში.

მისი სახელი არაერთ გახმაურებულ ტერაქტთან არის დაკავშირებული, მათ შორის არის კენიასა და ტანზანიაში, აშშ-ს საელჩოებთან თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული აფეთქება, რასაც ჯამში 200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5,000-ზე მეტი დაშავდა.

ალ-ზავაჰირის ორგანიზებით განხორციელდა ტერაქტი იემენში, სადაც კატერის აფეთქებას - 17 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თუმცა, მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გახდა, რადგანაც მიიჩნევა, რომ აიმან ალ-ზავაჰირი, ამ თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. 

იგი ბინ-ლადენის უახლოესი გარემოცვის წევრი და თანამებრძოლი იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ტერორისტული ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

 

 

მსგავსი სიახლეები