ამერიკელმა სენატორმა ტაივანი „ქვეყანად“ მოიხსენია
.jpeg)
რესპუბლიკელმა სენატორმა მარშა ბლექბერნმა ტაივანის პრეზიდენტთან შეხვედრისას კუნძული „ქვეყანად“ მოიხსენია.
„ტაივანელების და მათი დემოკრატიის და თავისუფლების მხარდაჭერას გავაგრძელებ. სი ძინფინგი ვერ შემაშინებს“, - განაცხადა სენატორმა ტენესის შტატიდან.
აშშ ტაივანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა კუნძულის თვითმმართველობის მხარდამჭერია.
ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ ჩინეთი ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლას შეეცდება, ამერიკა ტაიპეის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
სენატორთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში კუნძულს ბევრი ამერიკელი მაღალჩინოსანი ეწვია.
„მხარდაჭერის ეს თბილი და მტკიცე ჟესტები ტაივანელებს თავდაცვის სულისკვეთებას სულ უფრო გვიძლიერებს“, - განაცხადა ცაი ინგ-ვენმა.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ჩასვლას პეკინისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ჩინეთმა ტაივანის სრუტეში მასშტაბური წვრთნები ჩაატარა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სამხედრო ესკალაცია პერმამენტულ სახეს მიიღებს.