ანტივაქსერი ტელეწამყვანი კორონავირუსით გარდაიცვალა
კონსერვატორული ტელევიზია Christian Daystar-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და ტელეწამყვანი მარკუს ლემბი, რომელიც ვაქცინების რადიკალი მოწინააღმდეგე იყო, 64 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
23 ნოემბერს ლემბის შვილმა, ჯონათან ლემბმა ტელეეთერით მაყურებლებს მოუწოდა მისი მამის გადასარჩენად ელოცათ.
მან მამის ინფიცირებას "მტრის სულიერი შეტევა უწოდა".
ლემბის ტელევიზიის ეთერში საათობით საუბრობდნენ ვაქცინაციის და ლოქდაუნების კრიტიკოსები.
2020 წლის ივლისში ლემბის ოჯახმა ტელეეთერში ერთ საათზე დიდხანს ისაუბრა "ცენზურაზე", რომელსაც ვაქცინის კრიტიკოსების წინააღმდეგ აწესებენ.