არგენტინელების თითქმის 44% მესის პრეზიდენტად მხარს დაუჭერდა - კვლევა
არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, მოქალაქეების 43.7% ლიონელ მესის დაუჭერდა მხარს.
ამის შესახებ Giacobbe y Associados კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 19-20 დეკემბერს ჩატარდა.
ამასთან, გამოკითხულთა 37.8% მესის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.
არგენტინელების კიდევ 17.5%-მა თქვა, რომ მესის პრეზიდენტობა "შეიძლება".
არგენტინამ კატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, მისი კაპიტანი კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევით, 2.5 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მესი მათში ძირითადად "სიხარულს" და "აღტაცებას" იწვევს.
საპრეზიდენტო არჩევნები არგენტინაში 2023 წელს ჩატარდება.