აშშ-მ ნება დართო ЗСУ-ს გადაცემული ჰსთ-ის სისტემები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

უკრაინას არ აქვს შეზღუდვები ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების კუთხით - ЗСУ-ს შეუძლია ჩამოაგდოს რაკეტები და რუსული სამხედრო თვითმფრინავები რუსეთის საჰაერო სივრცეში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინას. 

ამის შესახებ Washington Post-თან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. 

საყურადღებოა, რომ ჩინოვნიკის კომენტარი გამოცემის მიე მომზადებული ვრცელი სტატიის ნაწილია, რომელიც ეხება ამერიკული ადმინისტრაციის წუხილს უკრაინის მიერ რუსეთის სტრატეგიული რადიო-ლოკაციური სისტემებზე გაზრდილ შეტევების რიცხვს. 

მიუხედავად ამისა, ეს არის პირველი დადასტურება ამერიკული ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლისგან, რომელიც უკრაინას უფლებას აძლევს ამერიკული სისტემები უშუალოდ რუსეთის საჰაერო სივრცეში გამოიყენოს. 

ამგვარად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ Patriot-ის სისტემების გამოყენება მაგალითად CУ-34-ების ჩამოსაგდებად, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ე.წ. პლანირებადი ავიაბომბების ჩამოსაგდებად. 

მაღალი ალბათობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე რამდენიმეჯერ გამოიყენეს ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის საჰაერო სივრცეში. მაგალითად გასული წლის 13 მაისს, როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 2 ვერტმფრენი და 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. 

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელმა კოლეგებმა უკრაინელებთან საუბარში გამოხატეს შეშფოთება ЗСУ-ს ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით. 

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ЗСУ-ს დრონებმა დააზიანეს რუსეთის ადრეული სარაკეტო შეტყობინების სტრატეგიული რადარები - კრასნოდარისა და ორენბურგის ოლქში. ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ამგვარი შეტევები რუსეთმა შესაძლოა მისი სტრატეგიული ბირთვული ძალებზე თავდასხმად შეაფასოს, რაც სერიოზული ესკალაციის საფრთხეს ქმნის. 

ამასთანავე, უნდა აღიშნოს, რომ დაზიანებულ რადარებს რუსეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებაზე დასაკვირვებლად იყენებს. 

კონტექსტი 

10 მაისს რუსეთის მიერ ხარკივის ოლქში დაწყებული იერიშის დაწყების შემდეგ უკრაინა მოკავშირეებს სთხოვს მოხსნან შეზღუდვა მათ მიერ გადაცემული შეიარაღების გამოყენებაზე - უკრაინა მოკავშირეებს თხოვს ნებართვას შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვისაც გამოიყენოს. 

უკრაინის თხოვნას დადებითად გამოეხმაურა რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე უარყოფითია, თუმცა სხვადასხვა წყაროების ცნობით, მალე შეიძლება შეიცვალოს. 

გაეცანით ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებაც სხვადასხვა დათქმით უკრაინას მისცეს უფლება მათ მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს. 

მსგავსი სიახლეები