აშშ სრულად ვაქცინირებულებისთვის სახმელეთო საზღვრებს გახსნის
ნოემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები სახმელეთო საზღვრებს გახსნის მექსიკიდან და კანადიდან ჩასული ვიზიტორებისთვის.
სახმელეთო საზღვრები აშშ-ში 19 თვის წინ, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.
აშშ ორ მეზობელთან განაახლებს საავტომობილო, სარკინიგზო და საბორნო მიმოსვლას. აქამდე აღნიშნული გზებით საზღვრის კვეთა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის და სხვა საგამონაკლისო მიზნით იყო დაშვებული.
გასულ თვეში აშშ-მ გააუქმა მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებისთვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვა.
ამერიკელი მესაზღვრეები ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსულ მგზავრებს ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტის და PCR ტესტის პასუხის წარდგენას მოსთხოვენ.