აშშ უკრაინისთვის ტაივანისგან Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობს
შეერთებული შტატები ტაივანისგან MIM-23 Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს, რათა ისინი უკრაინას მიაწოდოს.
ამ ინფორმაციას China Times ავრცელებს.
გამოცემის წყარო ირწმუნება, რომ საუბარია MIM-23 Hawk III-ზე. ნასყიდობის ხელშეკრულებას წინ უძღოდა კონსულტაციები აშშ-სა და ტაივანის მთავრობებს შორის.
საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის არმიას გადაეცემა, რათა დაბალ სიმაღლეზე მფრენ რუსულ თვითმფრინავებსა და დრონებს შეებრძოლოს.
ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ Taiwan News-ის კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, მაგრამ განაცხადა, რომ იარაღის განკარგვა წესების შესაბამისად ხდება. ტაივანი შეიარაღებიდან ამოღებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას Sky Bow III-ის კომპლექსით შეცვლის.
MIM-23 HAWK არის ამერიკული საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა. ის ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა და რამდენიმე მოდერნიზაციის პროგრამა გაიარა. მას აქვს სამი თაობა: Phase I, Phase II და Phase III.
თავდაპირველად, კომპლექსი თვითმფრინავების განადგურებისთვის შეიქმნა, მოგვიანებით იგი რაკეტების საწინააღმდეგო კომპლექსად მოდიფიცირდა. HAWK-ის სისტემა ევროპის ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის და გერმანიის შეიარაღებაში იყო.
ტაივანის საჰაერო ძალების მონაცემებით, Hawk-ის რაკეტები 41 საბრძოლო წვრთნებში გამოიყენეს და მათ სამიზნე შემთხვევების 90%-ზე მეტ შემთხვევაში ჩამოაგდეს.