ათიათასობით რუსმა შეიძლება ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება დაკარგოს
ესტონეთის მმართველი კოალიციის ძირითადი პოლიტიკური ძალა, რეფორმების პარტია გეგმავს საკანონმდებლო ცვლილების დაინიცირებას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ. ეს ცვლილება შეიძლება დაახლოებით 69 000 რუსსა და ბელორუსს შეეხოს.
ამ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს.
მოქმედი კანონმდებლობით, ესტონეთის მოქალაქეობის არმქონე რუსებს, რომლებიც ათწლეულებია ქვეყანაში ცხოვრობენ, საპარლამეტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, მაგრამ მათ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.
მაისის მდგომარეობით, ესტონეთის რეესტრებში დაახლოებით 67 700 რუსეთის და 1 052 ბელორუსიის მოქალაქე იყო რეგისტირებული ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით.
ამავდროულად, ამ მოქალაქეების აქტივობა ტრადიციულად, ეთნიკურ ესტონელებთან შედარებით დაბალია. ამრიგად, 2021 წლის არჩევნებზე აქტივობამ მთლიანობაში 54.7% შეადგინა, ხოლო ეთნიკურ რუსებში - 42.5%, ბელორუსებში - 49.5%. ამიტომ, მათგან დაახლოებით 30 ათასი ადამიანი მივიდა არჩევნებზე.
2021 წლიდან ესტონეთში რუსების რაოდენობა რამდენიმე ათასით შემცირდა და ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვისაც გაგრძელდება.
ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და მალე ოფიციალურად წარადგენს კანონპროექტს ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების დროებით ჩამორთმევის შესახებ იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ესტონეთმა ან ევროპარლამენტმა აგრესორ ქვეყნებად აღიარა. ასეთი სახელმწიფოები კი რუსეთი და ბელორუსი არიან.