"აზოვი": მარუიპოლში ერთ დღეში გავანადგურეთ ორი რუსული ტანკი და ბევრი ქვეითი ჯარისკაცი
აზოვის პოლკის მებრძოლებმა, რომლებიც დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლს იცავენ, ერთ დღეში გაანადგურეს რუსი დამპყრობლების რამდენიმე ჯავშანმანქანა. ამის შესახებ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) 4 აპრილს განაცხადა.
მისი თქმით, მებრძოლებმა გაანადგურეს ორი ტანკი, მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი საზენიტო იარაღით, ასევე "ბევრი ქვეითი".
"თქვენ გეკითხებით, როგორ ვახერხებთ ომის 40-ე დღეს 35-დღიანი ბლოკადაში ყოფნისას? მე გიპასუხებთ: ჩვენ გვჯერა თითოეული ჩვენგანის. ჩვენ გვჯერა უკრაინის. ჩვენ ვეყრდნობით სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერებს და უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო", - თქვა კალინამ.