ბაიდენმა სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა
კალიფორნიაში, დონორებთან შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს "დიქტატორი" უწოდა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სი ძინფინგი ძალიან აღშფოთებული იყო, როდესაც აშშ-მა ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბურთის ჩამოგდება გადაწყვიტა.
"სი ძინფინგი ძალიან აღელვებული იყო, როდესაც ჩვენ ჩამოვაგდეთ სადაზვერვო ბუშტი, რადგან მან არ იცოდა, რომ ის იქ იყო. არა, მე სერიოზულად ვამბობ. სწორედ ეს აღიზიანებს დიქტატორებს, როდესაც მათ არ იციან რა მოხდა." – განაცხადა ბაიდენმა.
მან დაამატა, რომ ბუშტი კურსიდან გადავიდა და არ უნდა გაფრენილიყო იქ, სადაც ჩამოაგდეს და სი ძინფინგმა ამის შესახებ არ იცოდა.
"როდესაც ბურთი ჩამოვარდა, ის ძალიან დაბნეული იყო. მან უარყო, რომ ის იქ იყო," - თქვა ბაიდენმა.
18-19 ივნისს ჩინეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. ის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განგს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრას "მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული" უწოდა.
გარდა ამისა, ბლინკენი სი ძინფინგსაც შეხვდა. ეს იყო პირველი ამ დონის შეხვედრა აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წლის შემდეგ.