ბაიდენმა უკრაინისთვის $175 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი დაამტკიცა, რომლის ოდენობაც 175 მილიონი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას 22 ივლისს თეთრი სახლი ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით, მათ შორის 1961 წლის საგარეო დახმარების აქტის (FAA) 621-ე მუხლით ჩემთვის, როგორც პრეზიდენტსთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, ვაძლევ უფლებამოსილებას სახელმწიფო მდივანს მიმართოს 175 მილიონ დოლარამდე თავდაცვაში და თავდაცვის დეპარტამენტის მომსახურებაში, ასევე სამხედრო განათლებისა და სწავლებებში, რათა უკრაინას დავეხმაროთ", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

ახალი სამხედრო დახმარების პაკეტში შედის ოთხი ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-სი, 36 000 საარტილერიო ჭურვი და 580 Phoenix Ghost-ის კლასის უპილოტო თვითმფრინავი.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 19 ივლისს ჯონ კირბიმ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, დააანონსა.  

მსგავსი სიახლეები