ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, პოლიტიკოსის ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
მაკეის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო შეხვედრა მაკეიმ გუშინ, 25 ნოემბერს წმინდა საყრდის წარმომადგენელთან გამართა.
მასალა განახლებადია.