ბელარუსში ოპოზიციური ტელეკომპანია "ბელსატის" ჟურნალისტი დააპატიმრეს

 

ბელარუსული ტელევიზია "ბელსატის" ჟურნალისტი ირინა სლავნიკოვა და მისი მეუღლე ალექსანდრ ლოიკო შაბათს ღამით მინსკის აეროპორტში დააკავეს.

30 ოქტომბერს ტელეკომპანია "ბელსატმა" ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ირინა სლავნიკოვას მამას მისი შვილის აეროპორტში დაკავების შესახებ აცნობეს. დაკავების მიზეზი "ადმინისტრაციული კანონდარღვევა" იყო.

"ბელსატი" სატელიტური ტელევიზიაა, რომელიც 2007 წელს პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშეწყობით შეიქმნა. ტელეკომპანია უმეტესად ბელარუსულ ენაზე მაუწყებლობს.

2021 წლის ივლისში ბელარუსის მთავრობამ "ბელსატი" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

 

 

მსგავსი სიახლეები