ბერბოკი: მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას ხელს არ შევუშლით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას გადაწყვეტენ, გერმანია ამ პროცესში დაბრკოლება არ იქნება. 

ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ტელეარხ LCI-სთან საუბარში განაცხადა

"ამ დროისთვის ეს საკითხი არ დგას, მაგრამ თუ ჩვენ ამის ნებართვას თხოვენ, ჩვენ დაბრკოლებას არ შევქმნით",- თქვა ბერბოკმა. 

გერმანიის საგარემო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ისინი კარგად ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია ტანკების გადაცემა უკრაინისთვის - "ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინული ტერიტორიების გასათავისუფლებად."

კონტექსტი 

20 იანვარს გერმანიაში რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისას დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა გერმანიისგან Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას ითხოვს. 10 იანვარს POLiTICO წერდა, რომ საფრანგეთი და პოლონეთი გერმანიაზე დიპლომატიურ ზეწოლას ცდილობდნენ. 

წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო დღეებში - უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების გადაცემის მზაობის შესახებ უკვე განაცხდეს პოლონეთის და ფინეთის ლიდერებმა. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ამისთვის გერმანიის თანხმობა დაჭირდებათ, რადგანაც ტანკები გერმანული წარმოებისაა. 

მიუხედავად ამისა, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ პოლონეთის Leopard-ებს უკრაინა გერმანიის თანხმობის გარეშეც მიიღებს. თავის მხრივ უკვე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი ურკაინას თავისი წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკებს გადასცემს, ხოლო საფრანგეთი მსუბუქი ტიპის ტანკების გადაცემას დათანხმდა

მსგავსი სიახლეები