ბრიტანეთი 22 ადამიანს ანტი-კორუფციული მიზნებით სანქციებს უწესებს

ბრიტანეთის მთავრობამ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით რუსეთის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების 22 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა.

სანქციების სიაში მყოფი პირები ბრალდებული არიან ტერორისტებთან თანამშრომლობაში, ფულის გათეთრებაში და ქრთამის გადახდაში, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობაში. 

სიაშია რუსეთის 14 მოქალაქე, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის მიერ გაშიფრული ფულის გათეთრების სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის, დიმიტრი ლიუევი და ანდრეი პავლოვი, რომლებიც 2014 და 2017 წელს იყვნენ აშშ-ს ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციების სიაში. ახალი სანქციებით მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა და მათი აქტივები გაიყინება.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით სანქციები ვაშინგტონთან კოორდინაციით დაწესდა.

მსგავსი სიახლეები