ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბრიტანეთის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მდივანს, საჯიდ ჯავიდს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“გუშინ თავს სუსტად ვგრძნობდი, ამიტომ დილით დავიტესტე და პასუხი პოზიტიური იყო,” - განაცხადა ვიდეომიმართვაში ჯავიდმა.
ჯანდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ PCR ტესტის პასუხის გაგებამდე სახლში, ოჯახთან ერთად იზოლაციაში იქნება.
საჯიდ ჯავიდი ივნისში ვაქცინის მეორე დოზით აიცრა და განაცხადა, რომ სუსტი სიმპტომები აქვს.
ვიდეომიმართვაში ჯავიდმა ბრიტანელებს მოუწოდა აიცრან და სიმპტომების გამოვლენისთანავე დაიტესტონ.