ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით სამხედროებს თებერვალშივე გაგზავნის

 

ესტონეთში დიდი ბრიტანეთის ელჩის ინფორმაციით, დამატებით სამხედრო მოსამსახურეებს ლონდონი ქვეყანაში უკვე თებერვალშივე გაგზავნის. 

"გეგმის მიხედვით, გაზრდილი კონტინგენტიდან პირველი ჯარისკაცები ესტონეთში უკვე თებერვალში ჩამოვლენ. საუბარია, დაახლოებით 850 სამხედრო პირზე, ასევე ტანკებზე, არტილეტიურ დანადგარებსა და სხვა ტიპის შეიარაღებაზე",- განაცხადა როს ალენმა.

ელჩის ინფორმაციით, დამატებითი ბრიტანული კონტინგენტის ქვეყანაში ყოფნის დრო გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. ალენის თქმით, თავდაპირველად მაინც საუბარია 2-3 თვიან პერიოდზეც, რომლის შემდეგაც გადაწყვეტილებას ესტონურ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ. 

იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განთავსებას აპირებდა, იანვარში გახდა ცნობილი.

საუბარია მათ შორის სლოვაკეთში სამხედროების განთავსებაზეც. 

მსგავსი სიახლეები