ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობამ 150 000-ს მიაღწია

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრიტანეთში კორონავირუსით 150 057 ადამიანი დაიღუპა.

შაბათს ქვეყანაში კიდევ 313 ადამიანი გარდაიცვალა Covid-19-ით.

გაერთიანებული სამეფო მეშვიდე სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც ვირუსმა 150 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ასეთი ქვეყნები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, მექსიკა და პერუ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის ახალი ტალღის მიუხედავად, ქვეყანაში ახალი რეგულაციები არ დააწესა. მან განაცხადა, რომ ამის შესახებ 26 იანვარს იმსჯელებს, როდესაც ამჟამინდელი რეგულაციების მოქმედების ვადა გავა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები