ჩინეთში სინოფარმის ვაქცინით 3-დან 17 წლამდე ბავშვების აცრა იწყება
ჩინეთმა 3-დან 17 წლამდე ბავშვებში ვაქცინაცია კიდევ ერთი აცრისთვის გახადა დასაშვები. ქვეყნის ხელისუფლების მიზანია წლის ბოლომდე 1.4 მილიარდი ჩინელის დიდი ნაწილის აცრა.
სახელისუფლებო მედიასაშუალება Xinhu-ს ცნობით Sinopharm-ის ვაქცინამ მარეგულირებლისგან საგანგებო თანხმობა მიიღო. წინა კვირაში იმავე ასაკობრივი ჯგუფისთვის თანხმობა Sinovac-ის ვაქცინამაც მიიღო.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის სპიკერმა შაო იმინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლინიკური ცდებისას ორივე ვაქცინა უსაფრთხო იყო ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
შაომ განაცხადა, რომ ჩინეთში უკვე 800 მილიონი ადამიანი აიცრა.
ქვეყანაში 254 მილიონი ბავშვი ცხოვრობს და ქვეყანა ვაქცინაციის ამ ჯგუფში დაწყებასაც აპირებს, რათა ჯამში მოსახლეობის 80%-ის აცრა შეძლოს.