ჩინეთში უკვე მილიარდი ვაქცინა გაკეთდა
კვირას ჩინეთმა განაცხადა, რომ მის საზღვრებში მილიარდზე მეტი ვაქცინა გაკეთდა.
The Associated Press-ის ცნობით, ჩინეთში ვაქცინაციის ტემპი ბოლო პერიოდში გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიას არ დაუკონკრეტებია რამდენი ადამიანი აიცრა, თუმცა ქვეყანაში გამოყენებული ვაქცინები ორი დოზით კეთდება.
ამჟამად ქვეყანაში ჩინეთში დამზადებული 7 აცრით მიმდინარეობს ვაქცინაცია. მათგან ორით აცრა უკვე 3 წელზე უფროსი ბავშვებისთვისაც არის დაშვებული.
ჩინეთს ჯერ არცერთი უცხოური ვაქცინისთვის არ მიუცია ავტორიზაცია, თუმცა ქვეყანა უახლოეს მომავალში Pfizer-ის ვაქცინის დაშვებას გეგმავს.