ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი უკრაინაში ომის გახანგრძლივებით სარგებელს იღებს
ჩინეთს არ შეიძლება ვანდოთ აგრესორ ქვეყანა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საკითხში შუამავლობა. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პეკინისთვის სასარგებლოა უკრაინაში ომის გახანგრძლივება.
"ვფიქრობ, ჩინეთის ინტერესებშია სტატუს კვოს შენარჩუნება, რადგან ამან შეიძლება რუსეთს დათმობების სერიისკენ უბიძგოს", - თქვა ჩეხეთის ლიდერმა.
მისი თქმით, კრემლთან "უსაზღვრო" პარტნიორობის სანაცვლოდ, პეკინს შეუძლია რუსეთიდან იაფი ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები მიიღოს.
"ჩინეთისთვის ასევე კარგია, რომ დასავლეთი, ალბათ, ოდნავ სუსტდება უკრაინის მხარდაჭერით… არ მგონია, რომ ჩინეთი ნამდვილად იყოს დაინტერესებული ომის მოკლე დროში შეწყვეტით", - აღნიშნა პაველმა.