ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა რუსეთი დატოვონ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ 3 ოქტომბერს სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

"რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სამხედრო შეჭრისა და ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების გაუარესების შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად აფრთხილებს თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამგზავრებას." - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ იმ ჩეხებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში და არ სურთ წასვლა მოუწოდა, ფრთხილად იყვნენ, თვალყური ადევნონ სანდო მედიას და მოამზადონ რუსეთიდან გასვლის საგანგებო გეგმა.

ჩეხეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნისას, ისინი პირველ რიგში რუსეთის ხელისუფლების მიერ აღიქმებიან, როგორც რუსეთის მოქალაქეები. ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია და ჩეხეთის საელჩო მოსკოვში ვერ უზრუნველყოფენ მათ სათანადო, სრულ საკონსულო დაცვას.

გარდა ამისა, სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ "რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო", შესაძლოა, რუსეთში ჩეხეთის საელჩოს საქმიანობა შეიზღუდოს.

მსგავსი სიახლეები