ჩინეთი 3 წელზე უფროსი ბავშვების აცრას იწყებს

 

ჩინეთი ვაქცინაციის ასაკის 3 წლამდე დაწევას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება 5 სხვადასხვა პროვინციის ხელისუფლებამ გააკეთა.

3-დან 11 წლამდე ბავშვების აცრა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. 

ამერიკასა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში 12 წელზე უფროს ბავშვებს ცრიან.

მსოფლიოს ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ვაქცინაციის ასაკი 2 წლიდან იწყება, კუბაა.

დღეისთვის ჩინეთის მოსახლეობის 76% სრულად არის აცრილი.

ქვეყნის ხელისუფლება ვაქცინაციის წახალისებასთან ერთად ვირუსის ახალი შემთხვევების ლოკალიზებას უმკაცრესი შეზღუდვებით ცდილობს.

ორშაბათს განსუს პროვინციაში, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ყველა ტურისტული ობიექტი დაიკეტა.

 

მსგავსი სიახლეები