ჩინეთი და რუსეთი სექტემბრის ბოლომდე ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
ჩინეთი რუსეთთან ერტად North-Joint 2024-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისი მიზანი იქნება ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის "სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება" და "უსაფრთხოების საფრთხეებთან ერთობლივი ბრძოლის უნარის გაძლიერება."
ამ მონაცემებით, ორივე ქვეყნის საზღვაო ძალები და სამხედრო ავიაცია მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში რუსეთის სანაპიროსთან, იაპონიის და ოხოტის ზღვაში. ერთობლივი საზღვაო პატრული გაიგზავნება "წყნარი ოკეანის მნიშვნელოვან საზღვაო რაიონებში."
გარდა ამისა, ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სტრატეგიულ წვრთნებში Океан-2024, მაგრამ მისი ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია.
უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, რუსეთი და ჩინეთი აძლიერებენ ეკონომიკურ, დიპლომატიურ და თავდაცვით თანამშრომლობას და აცხადებენ "უსაზღვრო" პარტნიორობასა და ერთიანობას დასავლეთთან წინააღმდეგობაში.
ნატო, ისევე როგორც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, აკრიტიკებენ ჩინეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისთვის.