ჩინეთი თავდაცვის ბიუჯეტს 2025 წელს 7.2%-ით გაზრდის

2025 წელს, ჩინეთი თავდაცვის ხარჯების 7.2%-ით, 1.78 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 246 მილიარდი დოლარი) გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ 5 მარტს, პეკინში მე-14 მოწვევის ეროვნული სახალხო კონგრესის მე-3 სესიის გახსნაზე განაცხადა.
ჩინეთს მეორე ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს მსოფლიოში შეერთებული შტატების შემდეგ.
2013 წელს, თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა "სახალხო განმათავისუფლებელი არმიის" ფართომასშტაბიანი მოდერნიზაცია დაიწყო.
2049 წლისთვის პეკინი "მსოფლიო კლასის არმიის" შექმნას გეგმავს. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ აგრესიული განზრახვები და ხარჯებს სუვერენიტეტის დასაცავად ზრდიან.
ცოტა ხნის წინ, პეკინმა ფართომასშტაბიანი საზღვაო სწავლებების ჩატარები ჩაატარა, რაც ტაივანზე სამხედრო ზეწოლის ნაწილია.
Financial Times-ის ცნობით, იანვარში სატვირთო გემმა Shunxing39-მა ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კეელუნგის პორტთან, სავარაუდოდ, საკომუნიკაციო კაბელი გაჭრა.
გემი კამერუნის დროშით დაცურავდა, მაგრამ ტაივანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ეკუთვნოდა Jie Yang Trading Limited-ს. მათი თქმით, ჰონგ კონგში რეგისტრირებული ამ კომპანიის დირექტორი ჩინეთის მოქალაქეა.