ჩინეთი ტრამპის მუქარაზე: სავაჭრო ომს ვერავინ მოიგებს
ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ჩინეთი ვერ მოიგებენ სავაჭრო ომს.
ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა ლიუ ფენგიოუმ CNN-თან განაცხადა.
ფენგიოუმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს შეერთებულ შტატებს ანტინარკოტიკულ ოპერაციებში და "იდეა, რომ ჩინეთი განზრახ უშვებს ფენტანილის შეღწევას აშშ-ში, სრულიად ეწინააღმდეგება ფაქტებსა და რეალობას."
"ჩინეთისთვის აშშ-ის ტარიფების საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთს მიაჩნია, რომ ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია. ვერავინ მოიგებს ვერც სავაჭრო ომს და ვერც სატარიფო ომს," - განუცხადა ლიუმ CNN-ს.
ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ თანამდებობაზე მოსვლის პირველ დღეს, ის ტარიფებს დააწესებს შეერთებულ შტატებში კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან შემოსულ ყველა საქონელზე.
მათ შორის, მან ეს იმით ახსნა, რომ ეს ქვეყნები არ ეწინააღმდეგებიან ნარკოტიკების აშშ-ში შესვლას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას "ბევრი საუბარი ჰქონდა" ჩინეთთან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების, განსაკუთრებით ფენტანილის შემოსვლის შესახებ, მაგრამ "უშედეგოდ."
ტრამპის სახაზინო მდივნობის კანდიდატმა სკოტ ბესენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტარიფები მოლაპარაკების იარაღია, ამიტომ გაურკვეველია რამდენად რეალურია ტრამპის მუქარა.