ჩინეთის და რუსეთის საპასუხოდ: იაპონიამ და აშშ საჰაერო წვრთნები გამართეს

აშშ-ს და იაპონიის სამხედრო თვითმფრინავებმა იაპონიის ზღვის საჰაერო სივრცეში ერთობლივი წვრთნები გამართეს.

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღის წინ იაპონიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსეთის და ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაუგეგმავი წვრთნები ჩაატარეს.

ინციდენტი სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ტოკიოში ერთმანეთს QUAD-ის ფორმატში ავსტრალიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ს ლიდერები ხვდებოდნენ. 

"წვრთნების მიზანია ვაჩვენოთ ერთობლივი შესაძლებლობები და მზაობა ახალ რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით",- განაცხადა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა Reuter-თან საუბარში. 

საჰაერო წვრთნებში ამერიკულ F-16-ის ტიპის გამანადგურებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო იაპონურმა F-15-ებმაც. 

მსგავსი სიახლეები