ჩინეთმა მესამე ავიამზიდი გაუშვა, რომელიც ტაივანთან მდებარე პროვინციის სახელს ატარებს

ჩინეთის ფლოტს მესამე ავიამზიდი შეემატა, რომელიც ტაივანთან ახლოს მდებარე ჩინური პროვინცია ფუძიანის ახლოს ატარებს.

ავიამზიდი წყალში საზეიმო ცერემონიაზე შანხაის პორტში ჩაუშვეს.

ჩინეთს აქამდე ორი ავიამზიდი, 2019 წელს გაშვებული შანდონგი და 1999 წელს ბრიტანეთისგან შეძენილი ლიაონინგი ჰყავდა.

ჩინეთზე მეტი ავიამზიდი მხოლოდ აშშ-ს ჰყავს, რომლის ფლოტშიც 11 ერთეული ირიცხება.

ფუძიანის ექსპლუატაციაში შესვლა სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანის სრუტეში ჩინეთის გააქტიურებას მოასწავებს, წერენ ანალიტიკოსები.

„მომავალში, მათ სურთ...იაპონიის რიუკიუს კუნძულების და ტაივანის აღმოსავლეთით წყნარი ოკეანის წყლებში პირდაპირ შეაღწიონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ტაივანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბარში.

ტაივანს პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კუნძულზე კონტროლის დამყარებას „სამხედრო გზით“ არ გამორიცხავს.

ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაციის ფონზე ტაივანში თავდაცვის გამაგრებაზე ცდილობენ.

ცოტა ხნის წინ ტაივანმა ახალი ხომალდები გაუშვა, რომლებიც „ავიამზიდების მკვლელების“ სახელს ატარებენ.

ჩინეთში სამხედრო კუთხით ნებისმიერ ცვლილებას დეტალურად ვაკვირდებით, - ნათქვამია ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები