ჩინეთმა უკან წაიღო პირობა, რომ ტაივანზე კონტროლის დამყარების შემდეგ არმიას არ გაგზავნიდა

ჩინეთმა ტაივანის შესახებ სტრატეგიის დოკუმენტში ცვლილება შეიტანა.

ახალ რედაქციიდან ამოიღეს პირობა, რომლის თანახმადაც ტაივანზე კონტროლის დამყარების შემდეგ პეკინი კუნძულზე არმიის და კომპარტიის ბიუროკრატების გაგზავნაზე უარს ამბობდა.

ოფიციალური დოკუმენტი 10 აგვისტოს განაახლეს, რასაც ანალიტიკოსები ტაივანში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს უკავშირებენ, რომელმაც პეკინის გააღიზიანა.

ტაივანის ჩინეთის მატერიკის საკითხთა საბჭოში პეკინის განახლებული დოკუმენტი დაგმეს.

„მხოლოდ 23 მილიონ ტაივანელს აქვს უფლება ტაივანის მომავალი გადაწყვიტოს, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ თავსმოხვეულ რეჟიმს არასოდეს შევეგუებით“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

ჩინეთმა ტაივანის შესახებ სტრატეგიული ხედვა მანამდე ორჯერ, 1993 და 2000 წლებში დაამტკიცა.

პეკინის ხედვით, ტაივანზე იურისდიქციის აღდგენის შემდეგ კუნძულს „სპეციალური ადმინისტრაციული სტატუსი“ შეუნარჩუნდება.

თუმცა, ბუნდოვანია, რა მასშტაბის ავტონომიურობით ისარგებლებს ტაიპეი.

პეკინი კუნძულს ჰონგ-კონგის მოდელს სთავაზობს, რომელიც „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ სახელითაა ცნობილი და თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნებას გულისხმობს.

ორი წლის წინ ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ ბევრი მიიჩნევს, რომ ქალაქმა პეკინისგან დამოუკიდებლობა დაკარგა და ავტონომია უკიდურესად შეეზღუდა.

„ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ მოდელს ყველა წამყვანი ტაივანური პარტია უარყოფს.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე „სამხედრო გზით“ კონტროლის დამყარებაზე საუბრობს.

 

მსგავსი სიახლეები