ჩინეთში ფილმ "მებრძოლთა კლუბის" დასასრული რადიკალურად შეცვალეს
ჩინეთის უმსხვილეს სტრიმინგ სერვისზე Tencent Video-ზე, დევიდ ფინჩერის "მებრძოლთა კლუბი" რადიკალურად განსხვავებული ფინალით გამოვიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა VICE ავრცელებს.
სპეციალურად ჩინელი მაყურებლებისთვის დარედაქტირებული ვერსიაში ფილმის ბოლოს მთავარი პერსონაჟი თავად ეუბნება პოლიციას ბანკების და სხვა ორგანიზაციების შენობების აფეთქების საკუთარი გეგმის შესახებ და პოლიცია ახერხებს აფეთქებების თავიდან აცილებას. მოგვიანებით ჩნდება ტაილერ დერდენის პერსონაჟი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულთა კლინიკაში იმყოფება.
ფილმის ფინალური სცენა ჩანაცვლებულია ტიტრებით, რომელზეც წერია - "სასამართლოს შემდეგ, ტაილერ დერდენი ფსიქიკურად დაავადებულთა საავადმყოფოში მკურნალობდა. მან საავადმყოფო 2012 წელს დატოვა
სპეციალისტების აზრით, ფილმის ამგვარი რედაქტირება შესაძლებელია იყოს, როგორც ჩინეთი ხელისუფლების მიერ დირექტივის შედეგი, ასევე თვითცენზურის შედეგიც.
შეგახსენებთ ფილმის ორიგინალურ ვერსიაში მთავარი გმირი [ნარატორი, ედვარდ ნორტონი] კლავს თავის თავში ალტერ-ეგოს [ტაილერ დერდენს] ამის შემდეგ კი თავის შეყვარუბულთან მარლა სინგერთან [ელენა ბონემ კარტერი] ერთად უყურებს თუ როგორ ფეთქება შენობები.
ფილმი გადაღებულია ჩაკ პალანიკის იმავე დასახელების რომანის მიხედვით.