ჩინეთში უმუშევრობის დონემ პანდემიის პერიოდში მაქსიმუმს მიაღწია

აპრილში ჩინეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 6,1 პროცენტამდე გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლოს უმუშევართა რაოდენობა ამ დონეზე 2020 წლის თებერვალში, პანდემიის პირველ ფაზაში იყო.

რეკორდულად მაღალ უმუშევრობას ჩინეთის კომპარტიის „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკას უკავშირებენ, რაც მკაცრი შეზღუდვების მეშვეობით ვირუსის გავრცელების მინიმალურ მასშტაბამდე შენარჩუნებას ითვალისწინებს.

გასულ თვეებში სრული ან ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა ათეულობით ქალაქში, მათ შორის შანხაის კომერციულ ცენტრში.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანმა უმუშევრობის მაჩვენებელს „რთული და არასასიამოვნო“ უწოდა.

ჩინეთში სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებიც დაეცა - საცალო გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 11,1 პროცენტით შემცირდა, ინდუსტრიული გამოშვება კი 2,9 პროცენტით.

მსგავსი სიახლეები