CNN: სოლედარში უკრაინული არმიის უკან დახევის ნიშნები არ არის

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ЗСУ-ს დანაყოფები კვლავ რჩებიან ქალაქის ფარგლებში და მათი უკან დახევის ნიშნები არ არსებობს. 

"ჩვენ ბრძოლების ეპიცენტრიდან დაახლოებით 7 კილომეტრის მოშორებით ვიმყოფებით. ისმის ქალაქის მიმართულებით არტილერიის მუშაობის ხმა. უკრაინელი სამხედროები აგრძელებს საბრძოლო, ტექნიკური და სითბური უზრუნველყოფის სამუშაოებს. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი სწრაფი უკან დახევისთვის ემზადებიან",- ამბობს კორესპონდენტი, ბენ უედმენი. 

ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ ვაგნერის მებრძოლებმა პრაქტიკულად მთელი ქალაქის ტერიტორია დაიკავეს და ბრძოლები მხოლოდ ურბანულ მასივში ჩარჩენილ უკრაინულ დანაყოფებთან მიმდინარეობს. 

სოლედარიდან უკან დახევის შესახებ არაფერს ამბობს უკრაინის გენერალური შტაბი. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმა განაცხადა, რომ ქალაქის ფარგლებში კვლავ უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. 

კონტექსტი

სოლედართან და ბახმუტთან პოზიციები მოინახულა 8 იანვარს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ. სირკის თქმით, რუსებმა გასულ დღეებში რამდენჯერმე სცადეს სოლედარის შტურმი, თუმცა ყოველ ჯერზე უკან დაიხიეს. 

მალევე გავრცელდა უკრაინის გენერალური შტაბისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებები, რომლის მიხედვითაც სოლედარში უმძიმესი ბრძოლები და ოკუპანტების იერიში კვლავ განახლდა. 

6 იანვრიდან მოყოლებული რუსულ სამხედრო და ურა-პატრიოტულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპანტებმა სოლედართა ЗСУ-ს თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლო. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ვაგნერის ბოევიკებმა ქალაქის ცენტრისკენ წაიწიეს და ქარხანა Артемсоль-ის დაკავებაც შეძლეს. 

უკრაინის გენერალური შტაბი სოლედართან ფრონტის ხაზის გარღვევას ამ დრომდე უარყოფს, თუმცა აღიარებდნენ, რომ ბახმუტთან საომარი მოქმედებების ინტენსივობის საგრძნობი შემცირების შემდეგ, ოკუპანტები ძირითადად სოლედარის მიმართულებაზე გადაერთნენ. 

რამდენიმე დღის წინ Wall Street Journal წერდა, რომ სოლედარზე გადართვა ბახმუტთან ЗСУ-ს წარმატებული თავდაცვის შედეგია. 

სოლედარში მძიმე ბრძოლების შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმაც. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სოლედართან რუსული დანაყოფები უმძიმეს დანაკარგებს განიცდიან. 

მსგავსი სიახლეები