დრაგი: გადადგომის შესახებ პრეზიდენტს განცხადებას დღეს საღამოს მივაწვდი

იტალიის პრემიერ-მინისტრს თქმით, ის თანამდებობას დღესვე დატოვებს. ამის მიზეზი მმართველი, ეროვნული თანხმობის კოალიციაში არსებული უთანხმოებაა. 

"გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტს დღეს საღამოს მივაწვდი. ეროვნული თანხმობის კოალიცია, რომელიც ამ მთავრობას უჭერდა მხარს უკვე აღარ არსებობს",- განუცხადა დრაგიმ თავისი კაბინეტის წევრებს. 

სავარაუდოდ დრაგიმ გადადგომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კოალიციაში შემავალმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა პარტიამ ხუთი ვარსკვლავის მოძრობამ მხარი არ დაუჭირა ფინანსურ პაკეტს, რომელიც ინფლაციასთან და გაზრდილ ენერგოტარიფებთან გასამკლავებლად სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა. 

კომენტატორების აზრით, პარტიის გადაწყვეტილება უფრო მეტად შიდა განხეთქილებით იყო ნაკარნახევი, ვიდრე იდეოლოგიური წინააღმდეგობით.

მარიო დრაგიმ იტალიის პრემიერის პოსტი 2021 წლის თებერვალში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დაიკავა - დრაგიმ ტექნოკრატებისგან დაკომპლექტებული კაბინეთი წარმოადგინა, რომელსაც მხარი დაუჭირა პარლამენტში შემავალმა ყველა მსხვილმა პარტიამ.

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თუმცა დრაგის გადაწყვეტილებამ შესაძლოა პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს. 

 

მსგავსი სიახლეები