ECDC: ევროპაში აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების 90% ინდური შტამი იქნება
ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის განცხადებით, აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების 90% შესაძლოა ვირუსის დელტა ვარიანტი ანუ ინდური შტამი იყოს.
“დელტა ვარიანტი ბევრად სწრაფად გადამდებია, ვიდრე ახლა არსებული ვარიანტები და ჩვენი გათვლებით აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის ახალი შემთხვევების 90% ამ შტამის იქნება,” - ნათქვამია ECDC-ს განცხადებაში.
“სამწუხაროდ, პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ ვირუსის ეს შტამი აინფიცირებს იმ ადამიანებსაც, ვისაც ახლა ხელმისაწვდომი ვაქცინების მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებული. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ორი დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან მაღალ დაცულობას ქმნის,” - აცხადებს ECDC.
ამასთანავე, ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ვაქცინაციის არასაკმარის ტემპზე. ევროკავშირში 80 წელს ზემოთ ადამიანების 30% და 60 წელს ზემოთ მყოფთა 40% ჯერ კიდევ არ არის აცრილი.