ედელშტეინი აცხადებს, რომ ლიკუდის ლიდერობისთვის ნეთანიაჰუს დაუპირისპირდება

 

ისრაელის მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ლიკუდის" დეპუტატი, ქვეყნის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი იული ედელშტეინი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს პარტიის ლიდერობისთვის დაუპირისპირდება. 

ბოლო არჩევნებზე ედელშტეინი პარტიის სიის მეორე ნომერი იყო.

მე-12 არხთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ნეთანიაჰუს გამოწვევის მიზეზი ახლანდელი ხელისუფლებაა, რომელიც "ისრაელისთვის საშიშია."

"ნეთანიაჰუსთან ერთად ჩვენ ოპოზიციაში დავრჩებით", - განაცხადა ედელშტეინმა.

მისი თქმით, მან იცის, რომ ლიკუდის პრაიმერი მალე არ ჩატარდება, მაგრამ უახლოეს თვეებში იქნება.

"ლიკუდი" ბოლო 25 წლიდან 19 წელი ხელისუფლებაში იყო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები