ეკატერინბურგში ამერიკის კონსულმა რუსეთი დატოვა
ამერიკის გენერალურმა კონსულმა ეკატერინბურგში ემი სტოროუმ რუსეთი დატოვა, ურალში აშშ-ს საკონსულომ კი მუშაობა შეწყვიტა. თავის განცხადებაში მან გამოთქვა იმედი, რომ ეკატერინბურგში საკონსულო მალე გააგრძელებს მუშაობას.
იქამდე რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში, ვლადივასტოკში დაიხურა ამერიკის საკონსულო. ამ ორი დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვაზე საუბარი შარშან, ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყო. გადაწყვეტილება 2017 წელს რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შეზღუდვას მოჰყვა.
_________________________________
აპრილის ბოლოს, მოსკოვში ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ რუსებზე ვიზების გაცემა შეწყდება - განსაკუთრებული შემთხვევების გარდა - როგორიცაა საიმიგრაციო ვიზები, აშშ-ში სამედიცინო დახმარების მიღება და ა.შ.
ეს იყო ამერიკის საპასუხო რეაქცია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლთაც ამერიკას აეკრძალა რუსეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების სამუშაოდ აყვანა. ამის გამო, მოსკოვში საკონსულო სექციაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 75%-ით შემცირდება.
დამატებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის ელჩ ჯონ სალივანს რეკომენდაცია მისცა ვაშინგტონში წასულიყო “კონსულტაციებისთვის.” სალივანმა უარი თქვა რუსეთის დატოვებაზე, მაგრამ 22 აპრილს ცნობილი გახდა რომ ის ამერიკაში გაფრინდა და დღემდე იქ იმყოფებოდა.
წყარო:
www.bbc.com/russian