ეკვადორში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
ეკვადორის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოქალაქეების უმრავლესობისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ახალი, ომიკრონ შტამის გავრცელების შეჩერებაა.
ეკვადორის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, მოსახლეობის 100%-ის აცრისთვის საკმარისი ვაქცინების მარაგი გააჩნიათ.
სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოს 5 წელზე უფროსი ყველა მოქალაქისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, გამონაკლისი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვისაც ამის სამედიცინო მიზეზები გააჩნიათ.
ამჟამად ეკვადორის 5 წელზე უფროსი მოსახლეობის 77.2% სრულად აცრილია, 900 000-მა ეკვადორელმა კი ვაქცინის ბუსტერ დოზა გაიკეთა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვაქცინა ინფიცირების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.