ერდოღანი: ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დავუჭერთ

რეჯეფ თაიპ ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ნატოში მხარს არ დაუჭერს. 

"შვედ და ფინელ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეუძლიათ არ შეიწუხონ თავი თურქეთში ჩამოსვლით, ნატოში გაწევრიანების განაცხადის მხარდასაჭერად",- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

ერდოღანის სიტყვებს Daily Sabah ავრცელებს

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფინეთმა და შვედეთმა უარი თქვეს ტერორიზმთან დაკავშირებით მკაფიო და მკაცრი პოზიციები დაეფიქსირებინათ. 

მასალა განახლებადია. 

მსგავსი სიახლეები